ნოდარ ხადური არჩილ თეთრაულისა და ზურაბ სოსელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, არჩილ თეთრაულისა და ეკონომიკის დოქტორის, ზურაბ სოსელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა იმ მოგონებებზე, რომლებიც მას აკავშირებს როგორც ბატონ არჩილ თათრაულთან, ისე ბატონ ზურაბ სოსელიასთან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ამ დღისთვის გამოიცა პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკური ჟურნალი „ეკონომისტი“, რომელშიც ასევე დაბეჭდილია კოლეგებისა და თანამშრომლების მოგონებები.