იორმუღანლოში სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართა. გასინჯვის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
ჯაბდაცვის სამინისტროს ცნობით, იორმუღანლოს მკვიდრებს პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა პროფილის მედიკოსმა ჩაუტარა. ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, უროლოგი, ტრავმატოლოგი, ანგიოქირურგი და ენდოკრინოლოგი ექიმ-სპეციალისტები ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას მთელი დღის განმავლობაში უწევდნენ. აქციის ფარგლებში, პაციენტებს უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. დანიშნულების მიღების შემდეგ კი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტული ხასიათისაა. იგი საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.