„თი-ბი-სი ბანკი“ „Devfest თბილისი 2015“-ის მხარდამჭერია
“თი-ბი-სი ბანკის” მხარდაჭერით Google-ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი – „Devfest თბილისი 2015“ გაიხსნა. აღნიშნული ფესტივალი თბილისში მესამედ ტარდება და წელსაც ტრადიციულად პროგრამირებით დაინტერესებულ მსურველებს მასპინძლობს.
წელს „Devfest თბილისი 2015“ ორი დღის განმავლობაში, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში ჰაკათონი, უორკშოპები, ღია ლექციები, გასართობი თამაშები , დიზაინ-სპრინტი და სხვა აქტივობებია დაგეგმილი.
სპეციალურად ამ ფესტივალისთვის თბილისს Google-ის წარმომადგენელი -ბარიშ იესუგაი, Google-ის ექსპერტი მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებში – ტომას ემილ ლამპრეხტი, U/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი – ოითუნ ერენ შენგული და ერევანის Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერი – ვარდან გრიგორიანი ეწვევიან.
ისინი დაიტერესებული პირებისთვის ღია ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებენ.
Devfest-ზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, გამოიყენონ დღევანდელი დღე და დარეგისტრირდნენ ხვალინდელ აქტივობებზე. დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღება Devfest-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.devfest.ge.