არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი ინტერესი ამ საქმის მიმართ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს გააცნონ საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება.
“სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რა საჭიროებას წარმოადგენდა დროებითი მმართველის დანიშვნა, რადგანაც უკვე დაყადაღებული იყო ტელეკომპანიის წილები და ხელმძღვანელობას შეზღუდვა უკვე ჰქონდა“,-აცხადებს გიგაური.