თინათინ ხიდაშელი: ჯარი, კვებისა და უნიფორმის ნაწილში, მთლიანად ქართულ წარმოებაზე გადავა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოდის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯარი, უახლოეს პერიოდში, კვებისა და უნიფორმის ნაწილში მთლიანად ქართულ წარმოებაზე გადავა.
“ამოცანა არის ის, რომ პროცესი 2016 წელს დავასრულოთ. გასაგებია, რომ იყოს პატარა კომპონენტი, რომელიც უბრალოდ საქართველოში არ იწარმოება, მაგრამ დანარჩენი მთლიანად – როგორც კვების, ისე უნიფორმის ნაწილში, ქართულ წარმოებაზე გადავალთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები