თეა წულუკიანი აშშ-ს ელჩისგან განმარტებას ითხოვს – ვიდეო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს გავრცელებული განცხადების გამო საქართველოში აშშ-ს ელჩისგან, იან კელისგან განმარტების გაკეთებას მოითხოვს. როგორც წულუკიანმა განაცხადა, ურთმელიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ არის არაკონსტიტუციური.
“მართლაც, მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში და მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილებაა ცუდი. რაც მთავარია, ის არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო. კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ აშშ-მ განმარტოს, რას ნიშნავს: ღამით მოხდა.
გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18 საათზე, დღეს დილით რეგისტრაციაში გატარდა და ხელი დაადონ დოკუმენტზე, რა არის ღამე მომხდარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებაში, რომელიც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ  5 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები