პაატა სალია: ჩვენი მიზანია, “რუსთავი 2” საერთოდ ავარიდოთ ამ პოლიტიკურ პროცესებს

“ჩვენი მიზანია, რომ მინიმალურად იყოს ჩართული და, საერთოდ, ავარიდოთ ამ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია.
“ჩვენი მიზანია, რომ ტელეკომპანიის ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში”, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სასტუმრო “რედისონში”, “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებთან და ამჟამინდელ მფლობელებთან ერთად, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიზანია, რომ “რუსთავი 2” მინიმალურად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
“ეს ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განხორციელდა და დარეგისტრირდა დღეს დილით საჯარო რეესტრში, არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდანვე ვაცხადებდით.
ისმის არაერთი განცხადება, რომ “რუსთავი 2”-ს არ აქვს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების შემდგომ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში . მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სარჩელი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, “რუსთავი 2”-ს გასასაჩივრებელი არაფერი არ აქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ გადავწყვეტთ თუ არა ამ მიმართულებით გავაგრძელოთ დავა. სუბიექტები ამ დავისა არიან, ერთი მხრივ, ქიბარ ხალვაში და, მეორე მხრივ, დღევანდელი რეგისტრირებული მესაკუთრეები – ძმები ყარამანიშვილები , ტელეკომპანია “საქართველო” და ნინო ნიჟარაძე. ესენი არიან რეალურად ის მხარეები, რომლებსაც არ შეზღუდვიათ არანაირად არცერთი წუთით შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ პროცესში, გაესაჩვრებინათ ნებისმიერი გადაწყვეტილება და მათ უფლება აქვთ ეს განჩინება ჩვეულებრივ გაასაჩივრონ”, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები