მანანა კობახიძე: “რუსთავი 2“-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ
„რუსთავი 2“-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
როგორც „კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში დეპუტატმა აღნიშნა, მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ურთმელიძემ და იქვე დასძინა, რომ ვისაც აღნიშნული გადაწყეტილება არ მოსწონს, შეუძლია გაასაჩივროს.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილება გამოიტანა თამაზ ურთმელიძემ და სად რა დაარეგისტრირა. მე რატომ უნდა ვიცოდე ვერ ვიგებ. ვინც არ არის აღნიშნული გადაწყვეტილებით კმაყოფილი, გაასაჩივროს. მე “რუსთავი 2“-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ. ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება გამოიტანა ურთმელიძემ და არც მონიტორი არა ვარ ამ პროცესის. ჩემს დღის წესრიგს ვერ დავგეგმავ და დღეს ვერ დავამთავრებ „რუსთავი 2“-ით. ბოდიშს გიხდით. ძალიან ბევრი საქმეები მაქვს მნიშვნელოვანი „რუსთავი 2“-ის გარეთ“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.