პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს

     პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, მთავარ პროკურატურას როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება ექნება. სისხლის სამართლის კოდექსში კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმის შესაცვლელად კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოამზადებს, რომელიც დღეს ამ თემის განსახილველად პირველად შეიკრიბება. ბიუროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადებით დავით უსუფაშვილმა გუშინ მიმართა. კონსტიტუციასა და კანონში არსებული წინააღმდეგობების შესწორება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
საკითხის შესწავლის შემდეგ კი გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტს დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს იმ ფონზე, როცა მთავარ პროკურორს პარლამენტარის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პარლამენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები