დაშავებული ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისთვის “აზელეა ჩერითი“ იზრუნებს

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „აზელეა ჩერითი“ ქართველ დაშავებულ სამხედროებს რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.
ამ მიზნით ორგანიზაცია 10 000 აშშ დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ „აზელეა ჩერითის“ ხელმძღვანელმა დაგ ტეგერტმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მიერ ორგანიზებული მარათონის ფარგლებში გამართულ მიღებაზე განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „აზელეა ჩერითისა“ და Allied Forces მიერ ორგანიზებული მიღება 26 ოქტომბერს გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები