თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ფორტ ბელვორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ფორტ ბელვორის სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროგრამებს, რომლებიც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას უკავშირდება.
ქართულმა მხარემ ყურადღება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზე და ამერიკელი პარტნიორების გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მხარეებმა ასევე განიხილეს გამოწვევები, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე, რეაბილიტაციის მიმართულებით დგას.
ამერიკელმა პარტნიორებმა თავდაცვის სამინისტროს პერსონალის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა და სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტების კუთხით საქართველოსთვის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს.
ფორტ ბელვორის პოსტტრავმული სტრესისა და თავის ტვინის დაზიანების ცენტრის დირექტორმა ჰეეჩინ ჩაემ ადგილობრივი პერსონალის მართებულად შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, გადამზადების შემდეგ აღნიშნული პერსონალის შესაძლებლობები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე მირიან ფოფხაძე, თავდაცვის ატაშეს მოადგილე ლევან კურცხალია და მინისტრის მრჩეველი შერი მიშელი დაესწრნენ.
აშშ-ის მხრიდან კი ადმინისტრაციის უფროსი ბერი პოგრანტი, ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი ვენდი ვაიტსი და ფორტ ბელვორის პოსტ ტრავმული სტრესისა და თავის ტვინის დაზიანების ცენტრის დირექტორი ჰეეჩინ ჩაე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები