ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი არის მანიაკი, რომელიც გაუპატიურების კადრებით „კაიფობდა“, არქივი მას ოდესაში აქვს
უფლებამდაცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ წამების ამსახველ კადრებს ეხმაურება. როგორც მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, კადრები, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა, შესაძლებელია თავად მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში წაიღო.
ამავე ინტერვიუში უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს მთელი პარტიული „ვერტიკალის“ შესახებ აქვს კომპრომატები.
„სააკაშვილს ყველაზე აქვს კადრები და, პირველ რიგში, ეს ზნედაცემული და არაკაცი თავისი გუნდის წევრებზე აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სააკაშვილის მთელი პარტიული ვერტიკალის, მთელი თავისი სექტის მამამთავრების შესახებ უბინძურესი კომპრომატები აქვს! ჩემი ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილისა და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის შესახებ არსებობს ბინძური კომპრომატები! ბინძური კომპრომატები არსებობს ასევე შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების შესახებაც. კარგად არის ცნობილი, თუ რომელი ტელევიზიის პროდიუსერს ეძახდნენ „პატარძალს“ და რომელი ტელეკომპანიების მეპატრონეები არიან გადაღებულნი ორგიებში. მგონია, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება მაინც „ნაციონალებს“ აძლევთ ხელს, რადგან თუ სიტუაცია არ აიჭრა, ვერავითარ წარმატებას ვერ მოიპოვებენ.
სააკაშვილი არის მანიაკი, რომელიც გაუპატიურების კადრებით „კაიფობდა“ და მთელი არქივი მას ოდესაში აქვს წაღებული. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, კარგი რამეც მოხდა და მთელი ეს ნაგავი და ჭუჭყი ზედაპირზე ამოვიდა. ყველა პოლიტიკურმა პუტანამ ერთად მოიყარა თავი და გამოჩნდა, ვინ – ვინ არის!“ – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.