“რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს გაიმართება

საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით, სხდომა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე განახლდება.
28 ოქტომბერს დილიდან დაიკითხება საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე, რითიც დასრულდება საქმის არსებითი განხილვა. ამის შემდეგ ორივე მხარე საპაექრო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები