„კამერების დამონტაჟება მხოლოდ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით ხდება“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გარშემო კამერების დამონტაჟებით არ მოხდება არცერთი ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე დაკვირვება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით ხდება.
„როდესაც ჩნდება ინფორმაცია, პროვოკაციული ან სხვა ტიპის უკანონო ქმედებების თაობაზე საჯარო სივრცეში და კონკრეტული გარემოებები აქვს გამოძიებას, იმისთვის, რომ თქვენი და ტელევიზიის უსაფრთხოება იყოს დაცული და წინასწარ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ამისთვის საჭიროა გარე პერიმეტრზე სამართალდამცველების ყურადღება არ მოდუნდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები