დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „რუსთავი 2″-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით დამონტაჟდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები იმიტომ დამონტაჟდა, რომ იქ რაიმე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს.
“ეს გაკეთდა ზუსტად იმიტომ, რომ იქ შემთხვევით რაიმე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს და ამაში დარწმუნებული ვარ, “- განაცხადა ქუმსიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. საუბარია უკრაინულ მედიაში გავრცელებულ მასალაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია თურქეთის აეროპორტში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საუბრობდნენ.