საქართველოში შესაძლოა, მოთოვოს
საქართველოში შესაძლოა მოთოვოს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსის თქმით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
„მაღალმთიან რაიონებში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 28 ოქტომბრამდე ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და არამგრადი ამინდები იქნება“, – აღნიშნა გვაზავამ.