ილია მეორე: განსაკუთრენით მინდა დავლოცო ლევან ვასაძე, თავისი ცოლ-შვილით
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ვასაძეებისა და გვასალიების გვარი დალოცა. პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე განსაკუთრებით ბიზნესმენი ლევან ვასაძე ოჯახთან ერთად დალოცა.
“განსაკუთრენით მინდა დავლოცო ლევან ვასაძე, თავისი ცოლ-შვილით და ტარიელ ვასაძე”, – აღნიშნა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგების დასრულებისას.
პატრიარქმა დღეს ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდი და მეოთხე ბრიგადის დაზვერვის ასეულის მეთაური ვახტანგ ბედოიძე დალოცა.