საპარლამენტო უმრავლესობა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
„ეს არ იქნება საგანგებო განცხადება. ჩვენ არ გვინდა ხელი შევუწყოთ მოვლენების ესკალაციას, დაძაბულობის მატებას ქვეყანაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ წუთას, ამ თემაზე არცერთ სიტყვას არ ვიტყვი, რადგან ამომწურავად იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იმ განცხადებაში, რომელსაც ორშაბათს, საქართველოს საზოგადოებას გავაცნობთ,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.