სკანდალი უკრაინულ “ვიკილიქსზე”: “სააკაშვილი ბოკერიას საქართველოში სახელმწიფო გადატრილებას ავალებს”

სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამ სათაურით სტატიას უკრაინული “ვიკილიქსი” აქვეყნებს.
„გვარამიას ჩვენ გმირად გავხდით, ხოლო ახალგაზრდა დედის მკვლელობა ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“.
უკრაინული „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, ამ ტიპის დავალება მისცა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს.
ამ შეხვედრაზე ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ შესაძლოა, ამ ამბავს „მსხვერპლი მოჰყვეს, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს „უკეთესიც იქნება“, „რომ „დაბრიდონ“ ქალი, და, მით უმეტეს, ბავშვიანი ქალი, ეს ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ეს ქალი კოლექტივიდან უნდა შევარჩიოთ. ეს იქნება პინგვინის ბანდის თავდასხმა და იქნება უკვე რეალური თავდასხმა მედიასაშუალებებზე. ეს ააფორიაქებს მსოფლიოს და კამერით უნდა იყოს გადაღებული. და შენი ნიღბიანი პირები ჩუმად უნდა გაქრნენ“, – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთავარია, ამის შესახებ წინასწარ ვერავინ შეიტყოს.
„თუ ვინმე გაიგებს, ყველაფერი დაინგრევა. მე ამ ბიჭებს პირდაპირ არ ვეკონტაქტები. მათთან გაგუშა მუშაობს. ოპერატორი იქნება „რუსთავი-2“-დან და ის ყველაფერს დააფიქსირებს და შემდეგ თურქეთში გადავლენ“, – ამბობს ბოკერია.
ამაზე სააკაშვილი ბოკერიას პასუხობს, რომ მან გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისგან მადლობა უნდა გადასცეს და სთხოვოს, რომ მან ელჩები მიიწვიოს, შეხვდეს მათ სიტყვის თავისუფლების საკითხზე და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთოს.
„ამ ფონზე, „რუსთავზე“ თავდასხმა, მსხვერპლი, ყველაფერი სწორად იქნება გაკეთებული. მოდი, ჩამოვაგდოთ ეს ნაძირალები“, – ამბობს სააკაშვილი.

http://wikileaks.center/index.php/entry/saakashvili-gotovit-gosudarstvennyj-perevorot-v-gruzii

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები