საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართოს
კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო საბჭო პირველად უნდა შეიკრიბოს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე, რაც ამ შემთხვევაში არის 29 ოქტომბერი – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.
პროკურორის შეფასებით, ახალი რეფორმა პროკურატურის მეტ დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
“რეფორმა განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ პროკურატურა უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე იყოს. ამას უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, რომელშიც არა მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, არამედ სამოქალაქო სექტორიც იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა ნათაი მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან რვა წევრი პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებს ეყოლებათ. ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა.