ნოდარ ხადური: “რუსთავი 2”-ის საკითხში მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება

სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხში მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
ხადურის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. “რუსთავი 2″ მუშაობს და ხელს არავინ გიშლით და არც არავინ შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კერძო პირებს შორის დავას, ამისათვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ, აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, უწყება “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები