დავით ნარმანია სტრასბურგში პლენარულ სესიას ესწრება

თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება. პლენარული სესიის მიმდინaრეობისას საუბარი სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებს შეეხო.
მიმოიხილეს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის თემები და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებთან დაკავშირებული საკითხები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული და რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქლაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
“სესიაზე ძირითადი აქცენტი ცალკეულ ქვეყნებში, თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დაცვას ეხება. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილბა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა ის რიგი ცვლილებები, რაც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მივიღეთ. განსაკუთრებით გამოვყოფ ბოლო ნაწილს, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ფორმებთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების კუთხით, სესიაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, კონგრესს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური ურთიერთობა აქვს.
“თბილისის მერი დავით ნარმანია კონგრესის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. ჩვენ ოპტიმისურად ვართ განწყობილნი საქართველოში კონგრესის პოსტმონიტორინგის აქტივობების მიმართ. მას შემდეგ, რაც საქართველოში განხოციელდა არჩევნებზე დაკვირვება და მონიტორინგის პროცესი, ახლა უკვე სამომავლო ნაბიჯების შესათანხმებლად კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტი ჟან კლოდ ფრეკონი, საქართველოს ნოემბერში ეწვევიან და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ”,- განაცხადა ანდრეას კიფერმა.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია კონგესის რეგიონალური პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები. თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები