პრეზიდენტი საქართეველოში დაბრუნების შემდეგ “რუსთავი 2”-ის საკითხის განხილვაში ჩართვას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული საკითხის განხილვაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაერთვას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში განუცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შედგება კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიულად იმ ფონზე და ვითარებაში, როდესაც მედიის მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული, იქნება ეს “რუსთავი 2” თუ სხვა მედიასაშუალება.
“ეს არის წინაპირობა ჩვენი დემოკრატიულობის. მე მუდმივი კავშირი მაქვს თბილისთან, მუდმივად ვადევნებ თვალყურს იმას, რაც მიმდინარეობს თბილისში, ამას გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგაც. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას ქართული მედიის მრავალფეროვნებაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ის ფონი, რომელშიც ჩვენ ახლა პოლიტიკურად ვიმყოფებით. ჩვენ ახლა ორიენტირებულები ვართ ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის აშენებაზე. ამ ფონზე მედიის მრავალფეროვნება, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ჩვენ რეალურად შევდივართ საარჩევნო წელიწადში, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები ჩემს კოლეგებთან ერთად ამ საკითხის განხილვაში”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები