სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 19 ოქტომბერს მოხდა. გარდაცვლილი გურამ კომლაძეა.
„19 ოქტომბერს, სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. კაპრალი გურამ კომლაძე, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გურამ კომლაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები