„საპროკურორო საბჭო არის იმისთვის, რომ პროკურორები უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი“

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ საპროკურორო საბჭოს ექვს პროკურორ წევრს, გამარჯვება მიულოცა.
როგორც მან სასტუმრო “ჰუალინგში” განაცხადა, ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოში უმრავლესობით არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი პროკურორები, პროკურორის მოადგილე ურჩევს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები წაიკითხონ. აღნიშნული განცხადება მან არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
“საპროკურორო საბჭო არის იმისთვის, რომ უმრავლესობით წარმოდგენილი იყვნენ პროკურორები”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები