საპროკურორო საბჭოს 6 წევრი აირჩიეს

პროკურორთა კონფერენციაზე პროკურორებმა პროკურორთა საბჭოს 6 წევრი შეარჩიეს, დანარჩენ ორს კი ხვალ აირჩევენ.
ნომერ პირველ კვოტაზე დასახელებული ორი კანდიდატიდან პროკურორმა გიგა ძნელაძემ 391 ხმით, მე-2 კვოტაზე კი ნათია სონღულაშვილმა გაიმარჯვა 378 ხმით, მე-3 კვოტაზე გოჩა ფარულავამ 381 ხმა მიიღო, ნომერ მე-5 კვოტაზე კონსტანტინე სირაძემ გაიმარჯვა 337 ხმით, ნომერ მე-6 კვოტაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან 362 ხმა მიიღო ანა კალანდაძემ, მე-7 კვოტაზე კი – გიორგი გაბოძემ 359 ხმით.
მე-4 და მე-8 კვოტებზე წარდგენილ პროკურორებს ხვალ აირჩევენ. პროკურორთა საბჭოს 8 წევრის შერჩევაში 438 პროკურორი მონაწილეობდა.
პროკურორთა საბჭო სულ 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, ორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ორი დეპუტატი უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ორი მოსამართლე, ერთი კი თავად იუსტიციის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები