ბესარიონ აბაშიძე მადრიდში „ევროპის ტყის“ მინისტრთა მე -7 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მადრიდში „ევროპის ტყის“ მე -7 მინისტრთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე ევროპის კონტინენტზე სატყეო დარგში არსებულ გამოწვევებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იმსჯელებენ.
მხარეები მწვანე ეკონომიკაში ტყის სექტორის წვლილის გაზრდისა და ტყეების დაცვის გაუმჯობესების შესახებ რეზოლუციებს მიიღებენ. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება 5 „მრგვალი მაგიდა“, სადაც ტყეების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებზე და მათ რეგიონულ დონეზე გადაჭრის მექანიზმებზე იმსჯელებენ. კონფერენციაში 46 წევრი ქვეყნის 100- მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები