ამირან გიორგაძის დაკავებაზე რუსეთში 1 მილიონი რუბლის ჯილდო დაწესდა

ამირან გიორგაძეზე, რომელიც რუსეთის კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის იური კარაულოვის და ასევე „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსის გიორგი კოტლიარენკოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი დაკავების დახმარებაში 1 მილიონი რუსული რუბლის ჯილდო დაწესდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად ძებნის ოპერაცია კრასნოგორსკის და ოდინცოვოს რაიონებში მიმდინაროებს, მაგრამ ის შესაძლოა, გაფართოვდეს. მკვლელობა კრასნოგორსკში 19 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივმა ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სამუშაო კაბინეტში მოკლა ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსი გიორგი კოტლიარენკო. გიორგაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები