„სასულიერო პირებთან დეტალურად ვსაუბრობთ ევროპული გზის უალტერნატივობაზე“

ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საპატრიარქოსთან, ჩვენ დეტალურად ვსაუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, ევროპული გზის იმ უალტერნატივობაზე, რომელიც ძალიან მნიშველოვნია – ამის შესახებ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში ძალიან გააქტიურებულია ანტიდასავლური ნარატივი და ანტიდასავლური პროპაგანდა.
“ამ შემთხვევაში ჩვენი სამიზნეები არიან ინფორმაციის გამავრცელებლები – იქნებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მასწავლებლები, თუ ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მსახურები. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საპატრიარქოსთან იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონებში, ეპარქიებში დავდივართ, გვაქვს შეხვედრები სასულიერო პირებთან და დეტალურად ვსაუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, ევროპული გზის იმ უალტერნატივობაზე, რომელიც ძალიან მნიშველოვნია. ეს არის ერთი-ერთი საკითხი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარლამენტის ორი კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგელებს უსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები