„ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ“ – ირაკლი სესიაშვილი წამების და გაუპატიურების ამსახველ კადრებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ უკრაინულ საიტზე წამებისა და გაუპატიურების კადრები, შესაძლოა შსს-დან გავრცელებულიყო, უსინდისობაა.
მისივე თქმით, ის ვიდეოები, რომლებიც წამებას და არადამიანურ მოპყრობას შეიცავდა და რომლებიც მტკიცებულებად იყო საჭირო, შსს-ს არ გაუნადგურებია.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, იმ კადრების განადგურება, რომლებიც შესაძლოა მტკიცებულებებად გამოყენებულიყო, საერთაშორისო ექსპერტების რჩევის გათვალისწინებით არ მოხდა. მისივე თქმით, აღნიშნული კადრების გამო 9 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
“როდესაც სამალავი იყო აღმოჩენილი, იქ იყო ორი ტიპის ვიდეოები, ერთი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები და მეორე იყო კადრები, სადაც წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ასახული, ეს კადრები წარმოადგენდა მტკიცებულებებს და სწორედ ამ კადრების შემდგომ ჩატარებული გამოძიების შედეგად 9 პირი იქნა დაკავებული, რომელთაც სასჯელი მიესაჯათ. მაშინ ადამიანის უფლებათ დაცვის კომისარი ჰამერბერგი იყო ჩვენი კონსულტანტი ამ საქმეში დსა სწორედ მისი და სხვა ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ეს კადრები არ განადგურებულიყო, რადგან მტკიცებულებების სახით უნდა გამოყენებულიყო და მართლაც, ეს კადრები საფუძვლად დაედო იმას, რომ 9 პირი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. შესაბამისად, ეს კადრები არ განადგურებულა, მეტიც ამ კადრებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდა დაზარალებულთა ყველა ადვოკატს და საქმეში ჩართულ პირებს, ამიტომ გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია. ამ კადრებში მხოლოდ სახეა დაფარული, ხოლო ის, რაც შსს-ს თავის დროზე აჩვენა ჟურნალისტებს იქ დაფარვის არეალი უფრო მეტი იყო. ეს მიუთითებს, რომ კადრები არანაირად არ გასულა შსს-დან. მე ვფიქრობ, არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, თუ ვინ გაავრცელა ეს კადრები. მთავარია, რომ ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, ცოტა ხნის წინ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემეგაც მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები