მმართველმა გუნდმა „რუსთავი 2“-ის შესახებ მომზადებული განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „რუსთავი 2“-ის შესახებ მომზადებული განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, საქმე კერძო დავასთან გვაქვს და ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის.
„ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, რომ ეს არის კერძო დავა. ეს ყველაფერი ემსახურება მათი მხრიდან ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაძაბულობა და შემდეგ თვითონ ნახონ ხეირი. ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი სტრატეგია ან ტაქტიკა და ეს ძალიან გავს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი პოლიტიკური ძალის მიერ დაგეგმილ თემას“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები