„NEA სფეროს“ კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი გიორგი გოცაძე ესტუმრა
გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტების მიღებას სპეციალურ სივრცეში აგრძელებს.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, ასევე სპეციალისტების შეფასებები მოისმინონ და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.
„NEA სფეროს“ ამჯერად კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი გიორგი გოცაძე სტუმრობდა. მან „გამოყენებითი გეოგრაფიის საფუძვლებზე“ სტუდენტებს ლექსცია წაუკითხა და სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.
“NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს, 18.00 საათიდან მასპინძლობს. მათ ლექციებსა და სემინარებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები უტარებენ.
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ექსპერტებს საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ.