დეკანოზ ვახტანგ თოხაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკანოზ ვახტანგ თოხაძეს მღვდელმოქმედების უფლება დროებით შეუჩერდა, – ამის შესახებ „კვირას“ შემოქმედის ეპარქიაში განუცხადეს. მღვდელმოქმედების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიტროპოლიტმა იოსებმა მიიღო. როგორც მამა იოსები სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულის მიზეზი გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გახდა.
„10 დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, რომ მამა ვახტანგ (თოხაძე) გათავისუფლდა პედაგოგობიდან, შეუჩერდა სამღვდელო მსახურება და გაიგზავნა მონასტერში სინანულისთვის. აგრეთვე, ქალბატონი ნინო გოგეიშვილი, დირექტორის მოადგილე (რომელმაც თავის კომენტარში აღნიშნულ ფაქტზე გაამართლა მამა ვახტანგის საქციელი დავით გურამიშვილის სიტყვებით, რითაც გამოხატა მხარდაჭერა აღზრდის ასეთი მეთოდის მიმართ) გათავისუფლდა თანამდებობიდან. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დამთავრების შემდეგ თუ დადასტურდა დირექტორის მამა მათე (გორდელაძის) დანაშაული, მიღებული იქნება სათანადო ზომები“,- წერს მიტროპოლიტი იოსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები