კახა კალაძე: ტყუილია, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იგეგმება

დეზინფორმაციაა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ელექტროენერგიის მინისტრი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს.
მინისტრის თქმით, მოსახლეობისთვის ელექტროენეერგიის შეზღუდვა არ იგეგმება და ისევ, უწყვეტად, 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდება.
“ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან მიზანმიმართულად ისმოდა დეზინფორმაციები, თითქოს, საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მოუხდებოდა გრაფიკით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე, არანაირი გრაფიკით ელექტროენერგიის მიწოდება არ იგეგმება. მისი მიწოდება ჩვეულებრივად უწყვეტ, 24-საათიანი რეჟიმში მოხდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები