სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.
“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მოშიმშილე მსჯავრდებულები/ბრალდებულები სხვადასხვა მუხლების საფუძველზე იმყოფებიან პატიმრობაში და მათი პროტესტი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარეობს. მოშიმშილეების ნაწილი არ აღიარებს ბრალს, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას, ნაწილი – საქმის გადახედვას, ნაწილი კი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს“, – განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები