მოლაშქრეები და მოხალისეები გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთვებიან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ თავმჯდომარემ გიორგი ნაზღაიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია გარემოსდაცვით პროექტებსა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში მოლაშქრეებისა და მოხალისეების ჩართვას უზრუნველყოფს.
სამოქალაქო სექტორისა და მოხალისეების მაქსიმალური ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში, ეკოსაქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, მემორანდუმის მთავარი მიზანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები