ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლესელიძის, კოტე აბხაზის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, ტაშკენტის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ქობულაძის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბოვსკის, სანერგის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები