ისრაელში ქართველი ტურისტი გარდაიცვალა

ისრაელში ახალგაზრდა ქართველი ტურისტი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა მამაკაცი ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოწვეული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
საქართველოს საელჩო ისრაელში და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ოჯახთან და ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურ კონტაქტზე იმყოფებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ისრაელის საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები