რიმა ბერაძემ აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრის – ზაზა ვეშაპურის მემორიალური დაფა გახსნა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძე მე-4 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის ზაზა ვეშაპურის მემორიალური დაფა გახსნა.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, ინიციატივით მას ზაზა ვეშაპურის ოჯახის წევრებმა და პედაგოგებმა მიმართეს.
“ზაზა ეროვნული გმირია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის ახსოვდეს მომავალ თაობას. მე-4 საჯარო სკოლა, რომელიც ზაზა ვეშაპურმა დაამთავრა, მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობს და ვპირდები მოსახლეობას, რომ მომავალ წელს მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო კეთილმოეწყობა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს ზაზა ვეშაპურის ოჯახის წევრები, მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მეგობრები ესწრებოდნენ.