ხვალ პროექტის – „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართება
თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში პროექტის – „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, ინიციატივა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდს (www.sppf.info) ეკუთვნის, რომლის საპატიო თავმჯდომარე 2015 წლის 4 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახდა. ასევე – „თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს“ და ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნულ სექციას.
პროექტის მიზანია, საქართველოში 0–6 თვემდე ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხელშეწყობა და 6-12 თვის ასაკის იმ ბავშვებისათვის, რომლთა მშობლებსაც არ ძალუძთ მათი სრულფასოვანი კვება, დამატებითი საკვებით უზრუნველყოფა.
პილოტური პროგრამებია: „არა ბავშვების შიმშილს! „არა ბავშვების არასრულფასოვან კვებას!”, რომლის მიზანია 0–12 თვემდე ბავშვთა სრულფასოვანი ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფა.
პროექტი მოიცავს: მოსამზადებელი ეტაპის განხორციელებას და სამიზნე ჯგუფების დაკომპლექტებას (ჰემოფილიით და ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახები, სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულთა ჩვილი ბავშვები – სულ 275); 6-12 თვის ბავშვების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა\ძუძუთი კვების ხელშეწყობა; მშობლებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს; პროექტის მონიტორინგს და დამატებით დახმარება სტუდენტეზე პროექტის ფარგლებში. პროექტის პრტეზენტაცია 17:00 საათზე დაიწყება.