საკრებულოს დეპუტატებმა ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ ქალაქ კლანდოს ყოფილი მერის, ქალაქ პრაღის მერის ყოფილი მოადგილისა და ჩეხეთის მუნიციპალიტეტების ასოციაციის დირექტორის შემადგენლობით ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლეს.
დეპუტატებმა სხვადახვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
,,ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და მერიის მუშაობის პრინციპების, ამასთან, მუნიციპალური სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა, დეპუტატებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს, თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის მიმართულებით ქალაქ პრაღის გამოცდილება გაუზიარეს. შეკითხვებს უპასუხეს ქალაქ პრაღაში სპორტული ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ტრანსპორტის განვითარების კუთხითაც.
ქართულმა მხარემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათივე თხოვნით, საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები