კახეთში დავით სერგეენკოსა და თამარ ხიდაშელის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა

საგარეჯოში, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. შეხვედრაზე ამავე რაიონის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მასაც აქვს უფლება შეხვდეს ამომრჩეველს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად. “დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი შვილების ჯანდაცვის მინისტრია და ჩემი ამომრჩევლის ჯანდაცვის მინისტრია… იმისთვის არ გვიბრძოლია 2012 წლის ოქტომბერში, რომ ის ხდებოდეს, რაც ხდება დღეს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება, ზოგადად, შეხვედრას, დავით სერგეენკომ ადგილობრივ სამედიცინო საზოგადოებას “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა. ასევე ექიმებისგან რაიონში სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემები მოისმინა, თავად კი მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები