დაჭრილი პოლიციელი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში დაჭრილი პოლიციელი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, – ამის შესახებ „კვირას“ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება“, – აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში ნიკა ბ-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები