8 ოქტომბერს ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის ქსელზე, ხვალ, 8 ოქტომბერს გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, წყალსადენის 500 მმ-იან ქსელზე კომპანია უახლესი ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს, რაც, სამომავლოდ, ქსელში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს. სამუშაოების განხორციელება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 8 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები