მინისტრებისა და ვეტერანების მატჩი მეგობრული ანგარიშით – 5:5 დასრულდა (ფოტოკოლაჟი)
5:5 – ასეთი ანგარიშით დასრულდა რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა “შევარდენზე” ბორჯღალოსნების მხარდასაჭერი მატჩი, სადაც ერთმანეთს მოქმედი მინისტრები და ვეტერანი მორაგბეები ერკინებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მატჩში მონაწილებდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მინისტრების გუნდები ვეტერანი მორაგბეებით იყო წარმოდგენილი.
თამაშს ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამინისტროების წარმომადგენლები.
მატჩის დაწყებამდე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სიტყვით მიმართა მაყურებლებს და წარამტება უსურვა მორაგბეებს. თამაში ფრედ, მეგობრული ანგარიშით 5:5 დასრულდა.
მინისტრებმა მსგავსი აქტივობებისკენ მოუწოდეს საზოგადოებას, რათა უფრო აქტიურად მოხდეს ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.