საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. შს მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.