სფფს არჩევნებს უეფას უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები აკვირდებიან

სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში დაახლოებით ერთი სათია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით XXIV საარჩევნო საანგარიშო ყრილობა უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერ პროცესი შეჩერებულია, რადგან ფედერაციის მმართველი ხელმძღვანელობის წარმომადგენლების მხრიდან გარკვეულ ხელოვნურ შეფერხებებს აქვს ადგილი.
ყრილობაზე დღეს სფფ-ს ახალი პრეზიდენტის ვინაობა უნდა გაირკვეს. აღნიშნული პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატია წარმოდგენილი. ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია. არჩევნების მიმდინარეობას ევროპის ფეხბურთის ასოციაციის სპეციალური კომისიის წევრებიც ესწრებიან. უკვე მესამე დრეა თბილისში იმყოფება უეფას ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი და ევროპის ფეხბურთის ასოციაციაში მოღვაწე დავით პეტრიაშვილიც, რომლებიც ამჟამად ვითარების დალაგებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები