“კობი! დავიბრუნოთ ფეხბურთი” – „Holidey Inn“-თან ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სასტუმრო „Holidey Inn“-თან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნებში ერთ-ერთი მონაწილის, ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.
მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათ კობიაშვილის გამარჯვების იმედი აქვთ და მოლოდინი, რომ ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი გახდება.
ამასთან, კობიაშვილის მხარდამჭერები არჩევნებში მონაწილე ოცდათხუთმეტივე დელეგატს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. შეგახსნებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვეტერანი ფეხბურთელები: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები