რევაზ არველაძე: გეგას გამოშვებამდე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ
ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე, – ასე ეხმაურება რევაზ არველაძე მისი მხარდამჭერი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავებას.
არველაძე აცხადებს, რომ დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოშია გადაყვანილი და ყველა დელეგატს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
„გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში. ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხტონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით“, – აცხადებს არველაძე.
შეგახსნებთ, გეგა გობეჯიშვილი გუშინ, ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს.
ამ წუთებში კი, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, იწყება. ადგილზე ყრილობის დელეგატები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე.