კახა კალაძე: ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც „Holidey Inn“-ში, 11:00 საათზე დაიწყება კახა კალაძე მივიდა.
ვიცე-პრემიერის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ არჩევნებში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს“, – აღნიშნა კალაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვეტერანი ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და ასევე მამუკა კვარაცხელია იბრძოლებენ.